მარკო რუბიო DJ სეტთან და აცეკვებული სტუმრები - აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ქორწილში ახალი პროფესია მოირგო (ფოტო/ვიდეო)

მარკო რუბიო DJ სეტთან და აცეკვებული სტუმრები - აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ქორწილში ახალი პროფესია მოირგო (ფოტო/ვიდეო)

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ახალი პროფესია შეითავსა: ის ქორწილში დიჯეიდ გამოცხადდა. ფლორიდის ყოფილმა სენატორმა ქორწილის საღამო ღამის კლუბად აქცია, სადაც ათობით დაპატიჟებული სტუმარი ცეკვავდა.

"ჩვენი არაჩვეულებრივი სახელმწიფო მდივანი ქორწილში დიჯეიცაა!",- დაწერა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, დენ სკავინომ X-ზე და ვიდეო გამოაქვეყნა.

MOMENTS AGO, BEHIND THE SCENES—Our Great Secretary of State @MarcoRubio DJ’s weddings too! Here he is in action tonight at a family wedding…

Let’s goooooo!!!🎶🎼🎵 pic.twitter.com/P8o79iwmZG
— Dan Scavino Jr.🇺🇸🦅 (@DanScavino) May 3, 2026

რუბიო, რომელსაც ხშირად "ყველაფრის მდივანს" ("Secretary of Everything") უწოდებენ, ტრამპის ადმინისტრაციაში მრავალ თანამდებობას იკავებს, მათ შორის სახელმწიფო მდივნის, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის და ეროვნული არქივის მთავარი მეარქივის (არქივისტის) თანამდებობას.

ნიქსონის ადმინისტრაციის დროს მოღვაწე ჰენრი კისინჯერის შემდეგ ის პირველი სახელმწიფო მდივანია, რომელიც ასევე ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობასაც იკავებს.

• სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ის დიჯეის მოწყობილობასთან დგას, სადაც ცალ ყურთან ყურსასმენები უკავია და ლეპტოპში მუსიკას არჩევს. ერთ მომენტში, როგორც ჩანს, დიჯეის ანიშნებს, რომ მელოდია დააჩქაროს.

არ გავრცელებულა იმის შესახებ ინფორმაცია, თუ ვის ქორწილში იმყოფებოდა რუბიო.

თუმცა რუბიო თეთრ სახლში ერთადერთი დიჯეი არ გეგონოთ. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცნობილია, თუ როგორ უძღვებოდა წვეულებებს დიჯეის როლში მარ-ა-ლაგოში. მან ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ მის მეუღლეს, მელანიას, სძულს, როდესაც ის ცეკვას ცდილობს: "მეუბნება ხოლმე: ძვირფასო, გთხოვ, არ იცეკვო. პრეზიდენტს ეს არ შეეფერება",- განაცხადა ტრამპმა.

წყარო: nypost.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა