ავტორი:

მერაბ დვალიშვილი საქართველოში, სხვა ცნობილ მებრძოლებთან ერთად ჩამოვიდა - “მალე გაგაგებინებთ სად და როდის გაიხსნება ჩემი MMA დარბაზი“ (ფოტო)

მერაბ დვალიშვილი საქართველოში, სხვა ცნობილ მებრძოლებთან ერთად ჩამოვიდა - “მალე გაგაგებინებთ სად და როდის გაიხსნება ჩემი MMA დარბაზი“ (ფოტო)

UFC-ის გამორჩეული ქართველი ვარსკვლავი, მერაბ დვალიშვილი, საქართველოშია.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მისი ჩამოსვლის მიზანი MMA დარბაზის გახსნაა, რომელიც, როგორც ჩანს, უკვე დასრულების ფაზაშია და მსურველებს მალე მიიღებს კიდეც.

“მალე გაგაგებინებთ თბილისში სად და როდის გაიხსნება ჩემი MMA -ს დარბაზი... სწრაფი ვიზიტი ჩემს ულამაზეს სამშობლოში, საქართველოში,“ - წერს დვალიშვილი და ფოტოებს ასაჯაროებს, სადაც ის სხვა ქართველ თუ უცხოელ ცნობილ მებრძოლებთან ერთად პოზირებს.

რამდენიმე თვის წინ ქართველმა მებრძოლმა მისი გეგმების შესახებ ისაუბრა. ის აცხადებდა, რომ მალე გეგმავდა თბილისში MMA დარბაზის გახსნას, რაზეც დისტანციურად, აშშ-დან მუშაობდა კიდეც.

“ვცდილობ, ჩემი წვლილი შევიტანო საქართველოში MMA-ის განვითარებაში და ჩემს ხედვებსა და გამოცდილებას ამ საქმეს მაქსიმალურად მოვახმარ”, - აცხადებდა დვალიშვილი ჟურნალისტებთან.

იხილეთ ასევე: