"ხვიჩას შემდეგ, იტალიის ჩემპიონატში შესაძლოა კიდევ ერთი კვარაცხელია ვიხილოთ", - იტალიური გამოცემა CalcioNapoli24 აქვეყნებს სტატიას, რომელშიც საუბარია ხვიჩა კვარაცხელიას უმცროს ძმაზე - თორნიკეზე და მის მიმართ იტალიური გრანდების ინტერესზე.
გამოცემა წერს, რომ ნეაპოლური კლუბის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა კარგა ხანია აკვირდება თორნიკეს თამაშს, რომელიც ხვიჩასავით მარცხნივ თამაშობს და მისი მსგავსი უნარები გააჩნია:
"უმცროსი კვარაცხელია თავის ცნობილ ძმასავით თამაშობს: მემარჯვენეა, უყვარს მარცხენა ფლანგიდან ცენტრში შესვლა და დარტყმა. აქვს უმაღლესი დონის ტექნიკა, სისწრაფე და მოულოდნელი დრიბლინგი - როგორც ჩანს, ეს ოჯახური საფირმო ნიშანია. მისი ნიჭი საერთაშორისო დონეზეც გამოჩნდა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში, სადაც მუდმივად მასზე უფროსებთან ერთად თამაშობს. 2026 წელს კი მან კიდევ უფრო აიმაღლა დონე თბილისის "დინამოს“ წყალობით. მისი გავლენა გუნდზე შთამბეჭდავი იყო: ჯერ 19-წლამდელებში გაიტანა სადებიუტო გოლი, მალევე კი პირველ გუნდთან ერთად დაიწყო ვარჯიში. საქართველოში დარწმუნებულები არიან - პროფესიონალური დებიუტი ძალიან მალე შედგება", - ვკითხულობთ სტატიაში.

ამასთანავე სტატიის თანახმად, მილანის "ინტერიც“ ყურადღებით აკვირდება "ნაპოლის“ ყოფილი ფლანგელის ძმას, რომელიც ამჟამად პსჟ-ში თამაშობს. ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბიო ალამპი (FC Inter 1908) საუბრობს:
"ინტერისთვის" თორნიკე კვარაცხელიას სახელი დიდი ხანია ცნობილია. ის 2010 წელსაა დაბადებული, თამაშობს ძმასავით მარცხნივ და აქვს ძმის მსგავსი მოძრაობები. თორნიკე "ინტერის აკადემია საქართველოში“ ჩამოყალიბდა. გასულ კვირას მას ჰქონდა დებიუტი (გოლით) 19-წლამდელთა გუნდში, ასევე პირველი ვარჯიშები თბილისის "დინამოს“ მთავარ გუნდთან ერთად“.
შეგახსენებთ, უმცროსი კვარაცხელია "ინტერის აკადემიიდან“ თბილისის "დინამოში“ თებერვალში გადავიდა. ის ახლახან "ინამოს" ძირითად შემადგენლობაში ახალ დანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გამოიძახა.
ნეაპოლელები ოცნებებზე გადავლენ, გასათვალისწინებელია FIFA-ს მე-19 მუხლი, რომელიც არასრულწლოვანი ფეხბურთელების საერთაშორისო ტრანსფერს მკაცრად არეგულირებს.ასე და ამგვარად, როცა თორნიკე 18 წლის გახდება (2028 წელს) მისთვის სერიოზული ნადირობა წავა. მსურველთა რიგებში ერთ-ერთი მოწინავე კი, რა თქმა უნდა, ნაპოლი იქნება!