ავტორი:

ესპანეთის პრემიერის თვითმფრინავი, რომელიც მადრიდიდან ერევანში მიფრინავდა, ანკარაში ავარიულად დაეშვა - რა დეტალებზე წერს მედია

ესპანეთის პრემიერის თვითმფრინავი, რომელიც მადრიდიდან ერევანში მიფრინავდა, ანკარაში ავარიულად დაეშვა - რა დეტალებზე წერს მედია

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თვითმფრინავმა, რომელიც მადრიდიდან ერევანში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მიფრინავდა, ანკარაში ტექნიკური პრობლემის გამო ავარიული დაშვება განახორციელა. იტყობინება ესპანეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო.

  • გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ Airbus A310 თვითმფრინავი, რომელსაც სანჩესი სომხეთში გადაჰყავდა, ტექნიკური პრობლემის გამო ანკარაში იძულებით დაეშვა.

სანჩესი, სავარაუდოდ, ღამეს ანკარაში გაატარებს და დილით ადრე ერევანში გაფრინდება.

4 მაისს სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტი გაიხსნება. სამიტს ესწრებიან ევროპელი ლიდერები. სომხეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე.