რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის დასავლეთ ნაწილში, მოსფილმოვსკაიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კომპლექსში აფეთქება მოხდა.
მერის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

თვითმხილველებმა მედიასთან განაცხადეს, რომ გრუხუნის ხმა გაიგონეს, რის შემდეგაც ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მივიდნენ.
ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარების სამსახურები, დაშავებულები არ არიან.

დაზიანდა შენობის ფასადი და ჩაიმსხვრა ფანჯრები. ნამსხვრევები მიმდებარე ტერიტორიაზე დაეცა.