ბათუმში, ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ 43-ე სართულიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას და ვიდეოს ამის შესახებ ორგანიზაცია “ალტერნატივა“ ავრცელებს.
სენსიტიური შინაარსის გამო, ვიდეოს გავრცელებისგან თავს ვიკავებთ.
“დღეს დილით, ბათუმში, ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ 43 სართულიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა!
გარდაცვლილი ქართველი მამაკაცის ვინაობა აქამდე უცნობია!“ - წერს “ალტერნატივა“.