ავტორი:

რა არის ჰანტავირუსი, რომლის შედეგად, ატლანტის ოკეანეში, საკრუიზო გემზე სამი ადამიანი გარდაიცვალა?

რა არის ჰანტავირუსი, რომლის შედეგად, ატლანტის ოკეანეში, საკრუიზო გემზე სამი ადამიანი გარდაიცვალა?

ატლანტის ოკეანეში მცურავ საკრუიზო გემზე, ჰანტავირუსის სავარაუდო გავრცელების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე (WHO) დაყრდნობით ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, გემზე ვირუსის ერთი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა, მიმდინარეობს კიდევ ხუთი საეჭვო შემთხვევის კვლევა.

დაღუპულებიდან ორი ნიდერლანდების, ერთი კი ბრიტანეთის მოქალაქეა.

გემი, რომელზეც 150-მდე მგზავრი იმყოფებოდა, არგენტინიდან კაბო-ვერდესკენ დაახლოებით სამი კვირის წინ გაემგზავრა.

რა არის ჰანტავირუსი?

ეს ვირუსი პირველად აზიის ქვეყნებში 1950 წელს გამოვლინდა. ეს დაავადება ადამიანებში ძალიან იშვიათად გვხვდება.

  • "ის ვრცელდება ვირთხებისგან და თაგვებისგან, თუ ადამიანი შეჭამს მათ. ადამიანიდან ადამიანზე გადადება არის ძალიან იშვიათი“ - ამბობს ვედი მეცნიერი, ექიმი სუამია შაიქი.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, ჰანტავირუსი იშვიათია, მაგრამ სიკვდილიანობის მაღალი პროცენტულობა ახასიათებს. კერძოდ - 38%.

მათივე ცნობით, გარდა ვირთხის ხორცის ჭამისა, ის შეიძლება გამოიწვიოს ინფიცირებული ვირთხის, ან თაგვის ნაკბენმაც. ახასიათებს კორონავირუსის მსგავსი სიმპტომები - მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ხველება და სუნთქვის გართულება. აშშ-ში ადამიანებს შორის ჰანტავირუსის გადადების შემთხვევა არ არის დაფიქსირებული - წერს ნიუ იორკ პოსტი. გამოცემა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით იმასაც აღნიშნავს, რომ წარსულში ჩილესა და არგენტინაში ჰანტავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.