ამსტერდამი გახდა მსოფლიოში პირველი დედაქალაქი, რომელმაც ხორცისა და წიაღისეული საწვავის პროდუქტების საჯარო რეკლამა აკრძალა.
მაგალითად, შეიცვალა ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ტრამვაის გაჩერებაზე, დიდი რეკლამის ბარენი - ახლა იქ ნიდერლანდების ეროვნული მუზეუმის, Rijksmuseum-ს და ფორტეპიანოს კონცერტის რეკლამაა გამოფენილი.
ადგილობრივი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ აღნიშნული ნაბიჯი მიზნად ისახავს ამსტერდამის გარემოსდაცვით მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანას.
“თუ გსურთ იყოთ ლიდერები კლიმატის პოლიტიკაში, მაგრამ გააქირავოთ თქვენი ბანერები იმ ადამიანებზე, რომლებიც სრულიად საპირისპირო პოზიციას იკავებენ, მაშინ რას აკეთებთ სწორად?
ჩვენ აქტიურად ვეწინააღმდეგებით ამას,“ – ამბობს მწვანე მემარცხენე პარტიის წარმომადგენელი ანეკე ვინჰოფი.
მოსაზრებას იზიარებს ნიდერლანდების ცხოველთა უფლებების დამცველი პოლიტიკური პარტიის, “ცხოველთა პარტიის“ ამსტერდამის ფილიალის ხელმძღვანელი ანკე ბაკერი.
აღსანიშნავია, რომ ამსტერდამის გარე რეკლამის ბაზარზე ხორცის რეკლამას შედარებით მცირე წილი ეკავა, წიაღისეული საწვავის რეკლამას კი დაახლოებით 4%.
ძირითადა საჯარო რეკლამაში დომინირებს ისეთი ბრენდები, როგორიცაა ტანსაცმელი, კინოაფიშები და მობილური ტელეფონები.