ავტორი:

სერ ალექს ფერგიუსონი ჰოსპიტალიზებულია - რას წერს მისი მდგომარეობის შესახებ ბრიტანული მედია

სერ ალექს ფერგიუსონი ჰოსპიტალიზებულია - რას წერს მისი მდგომარეობის შესახებ ბრიტანული მედია

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარული მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ბრიტანული მედია წერს, ის ოლდ ტრაფორდზე "იუნაიტედისა" და "ლივერპულის" მატჩს უნდა დასწრებოდა, რა დროსაც თავი ცუდად იგრძნო.

  • 84 წლის ფერგიუსონი კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს. როგორც ცნობილია, ის თამაშის ყურებას აპირებდა - ფერგი ხშირად ესწრება ხოლმე საყვარელი კლუბის საშინაო მატჩებს.

მანჩესტერ იუნაიტედის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ სერ ალექსი მალე დაუბრუნდება სახლს. "დეილი მეილის" ინფორმაციით, ფერგიუსონი საავადმყოფოში მხოლოდ სიფრთხილის მიზნით გადაიყვანეს.

"მანჩესტერ იუნაიტედში" სერ ალექსის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურად არ უსაუბრიათ მხოლოდ თქვეს, რომ "ის გამოჯანმრთელების პროცესშია.

ლეგენდარულმა შოტლანდიელმა მწვრთნელმა 27-წლიანი კარიერა 2013 წელს დაასრულა. 2018 წელს მას თავზე უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა, ექიმები ამბობდნენ, რომ მისი გადარჩენის შანსი 20% იყო.

სერ ალექს ფერგიუსონი ჰოსპიტალიზებულია - რას წერს მისი მდგომარეობის შესახებ ბრიტანული მედია