ინდურ ტაძარში, რელიგიურ ცერემონიაზე მიყვანილმა სპილომ ადგილზე დიდი არეულობა მოაწყო.
ტრაგიკული შემთხვევა 1 მაისს მოხდა. კიდანგურში, მაჰავიშნუს ტაძართან ახლოს ჯაჭვებით დაბმულმა სპილომ მისი გაწყვეტა შეძლო, თავი გაითავისუფლა და და აგრესიულად დაიწყო გარშემო ყველაფრის მტვრევა.
სპილომ დააზიანა ახლოს მდებარე ავტომობილები, ტაძრის კედლები და ყველაფერი, რაც არეალში მდებარეობდა.
თვითმხილველების თქმით, “ცხოველმა გარდაცვლილი ხორთუმით ასწია, შემდეგ ფეხებით გათელა და სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა“.
მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
საბოლოოდ აგრესიული ცხოველი “სპილოების კონტროლის ჯგუფმა დაამშვიდა. ის ტერიტორიას გაარიდეს და ვოლიერში გადაიყვანეს.
იხილეთ ასევე: