ავტორი:

სისხლიან წვეულებაზე ჩადენილი დანაშაულისთვის დაკავებული მოზარდები ბრალს არ აღიარებენ - დეტალები ბრიტანეთში მომხდარ ტრაგედიაზე, რა დროსაც 16 წლის გოგონა მოკლეს

სისხლიან წვეულებაზე ჩადენილი დანაშაულისთვის დაკავებული მოზარდები ბრალს არ აღიარებენ - დეტალები ბრიტანეთში მომხდარ ტრაგედიაზე, რა დროსაც 16 წლის გოგონა მოკლეს

16 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული სამი მოზარდი დანაშაულს არ აღიარებს.

  • დანაშაული 28 მარტს, გამთენიისას, ლიდსში მოხდა. პოლიციამ 16 წლის ქლოი უოტსონი ქუჩაში, მძიმე ჭრილობებით იპოვა. თვითმხილველების ინფორმაციით, გოგონას ზურგში დანით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ერთ-ერთი წვეულების დასრულების შემდეგ მოხდა.

პოლიციამ საქმეზე 18 წლის კაილა სმიტი, 19 წლის არჩი რაიკროფტი და კიდევ ერთი ახალგაზრდა, 17 წლის მოზარდი დააკავა - ამ უკანასკნელის ვინაობა იურიდიული მიზეზების გამო არ სახელდება. სამივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მომდევნო სასამართლო 10 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი.

გარდაცვლილი არასრულწლოვნის ოჯახმა განცხადება გაავრცელა:

"სრულიად განადგურებულები ვართ. ის ლამაზი და სიხარულით სავსე იყო... მთელი მომავალი წინ ჰქონდა. ქლოე ყველას უყვარდა, ვინც მას იცნობდა, მისი არყოფნით გამოწვეული ტკივილი უსაზღვროა."

ემოციური წერილი გამოაქვეყნა ქლოის დედამაც:

"სიტყვებით ვერ აღვწერ, რას ვგრძნობ ახლა, როცა ჩემთან აღარ ხარ. შენ იყავი ჩემი სიცოცხლე, ჩემი სამყარო და საუკეთესო მეგობარი. შენი ენერგია ნებისმიერ ოთახს ანათებდა. ჩემს გულში გაჩნდა დიდი სიცარიელე, რომელიც ვერასდროს შეივსება“, - წერს გოგონას დედა.

წყარო