ავტორი:

მედიის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტეში ამერიკულ სამხედრო გემს ორი რაკეტა მოხვდა

მედიის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტეში ამერიკულ სამხედრო გემს ორი რაკეტა მოხვდა

ამერიკული სამხედრო ხომალდი, რომელიც ჰორმუზის სრუტის გავლას აპირებდა, ირანის მხრიდან გაფრთხილების უგულებელყოფის შემდეგ, უკან გააბრუნეს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანული მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, გემს ორი რაკეტა მაშინ მოხვდა, როდესაც ის ჯასკის კუნძულთან ახლოს დაცურავდა.

მანამდე, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პრესსპიკერმა, ჰოსეინ მოჰებიმ, განაცხადა, რომ გემებს, რომლებიც დაარღვევენ ირანის სატრანზიტო მითითებებს ჰორმუზის სრუტეში, ძალის გამოყენებით შეაჩერებენ.

მან გადამზიდავ და სადაზღვევო კომპანიებს მოუწოდა, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მითითებები გაითვალისწინონ.