ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, შეხვედრა მქონდა ქართველ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
"გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო მოვლენების ფართო სპექტრზე. ასევე განვიხილეთ ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი გლობალურ საქმეებში“, - წერს სიბიგა.
"შევთანხმდით, რომ შემდგომ კონტაქტს გავაგრძელებთ“, - აცხადებს სიბიგა.