წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების პროექტის ფარგლებში, "ბიბლუსის" მხარდაჭერით თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში, გაიხსნა გიგა ავალიანის სახელობის სამკითხველო კუთხე. ამის თაობაზე სოციალურ ქსელში წერს წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე, რომლის ინიციატივითაც პროექტი განხორციელდა.
"დღეს სოფელ ძევრის სკოლაში, გიგა ავალიანის სახელობის სამკითხველო გავხსენით", - წერს ის.
შეგახსენებთ, ახალგაზრდა მასწავლებელი გიგა ავალიანი არასრულწლოვანთა თავდასხმას ემსხვერპლა.