ავტორი:

რას წერს ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ?

რას წერს ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ?

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შევხვდი - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს - მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი ყველა დონეზე იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შევხვდი. ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი ყველა დონეზე იყოს“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინა საქართველოს ყოველთვის პატივს სცემდა და საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ხალხის პატივისცემას ახლაც განაგრძობს.

"ჩვენ თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - აცხადებს ზელენსკი.

იხილეთ ასევე: