მაკარონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ნოყიერი პროდუქტია, თუმცა მას ხშირად ზედმეტი წონის მტერთან აიგივებენ. სინამდვილეში, პასტა დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს და მისი რაციონში ჩართვა სავსებით შესაძლებელია, თუკი გვეცოდინება, რომელი სახეობაა სასარგებლო და რა დოზით უნდა მივირთვათ ის.
დიეტოლოგების განმარტებით, 100 გრამი მშრალი მაკარონი სავსებით ზომიერი და უსაფრთხო ულუფაა ერთი კვებისთვის. წონაში მატების პრობლემა ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ულუფა სისტემატურად იზრდება ან მაკარონი ხდება კვების რაციონის ძირითადი, ყოველდღიური შემადგენელი ნაწილი.
არჩევანის გაკეთებისას ყურადღება მიაქციეთ ფქვილის სახეობას. სასურველია შეიძინოთ პროდუქტი, რომელიც დამზადებულია ხორბლის მაგარი ჯიშებისგან. ასეთ მაკარონს აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი და მდიდარია მინერალებითა და ვიტამინებით.
ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ შეფუთვაზე:
მარკირება "A“ კატეგორია; წარწერები: "Semola di grano duro“ ან "Farina di grano duro“;
ცილის შემცველობა: არანაკლებ 12 გრამისა 100 გრამ პროდუქტზე.
ხშირად მაკარონი კი არა, მასთან ერთად გამოყენებული სოუსი აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობასა და ფიგურას. მაღაზიის კეტჩუპები და მზა სოუსები დიდი რაოდენობით შაქარსა და მარილს შეიცავს.
ჯანსაღი ალტერნატივისთვის უმჯობესია სოუსი სახლში მოამზადოთ. პომიდვრის, ყაბაყის ან სხვა ბოსტნეულისგან მომზადებული მსუბუქი სოუსი კერძს არა მხოლოდ გემრიელს, არამედ დიეტურსაც გახდის.
რაციონის გასამრავალფეროვნებლად, ეცადეთ სხვადასხვა ფორმისა და შემადგენლობის პასტა გამოცადოთ, რათა მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი და სიამოვნება კვებისგან.