დილის ყავა ბევრისთვის მხოლოდ ენერგიის წყაროა, თუმცა უახლესი კვლევები ადასტურებს, რომ ამ სასმელს ორგანიზმის “შეკეთება“ და დაბერების პროცესის შენელება შეუძლია. ტეხასის A&M კოლეჯის მეცნიერებმა პირველად აღწერეს ის ზუსტი მექანიზმი, თუ როგორ იცავს ყავა ჩვენს უჯრედებს.
საიდუმლო არა კოფეინში, არამედ “NR4A1“ ცილაშია
კვლევამ აჩვენა, რომ ყავაში არსებული ნაერთები (და არა მხოლოდ კოფეინი) ააქტიურებს სპეციფიკურ რეცეპტორს - NR4A1-ს. ეს არის ერთგვარი ბიოლოგიური “სენსორი“, რომელიც პასუხისმგებელია:
სწორედ ამ პროცესების დარღვევა იწვევს ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას და სხვადასხვა ქრონიკული დაავადების განვითარებას.
ყავა და ფსიქიკური ჯანმრთელობა
გარდა ფიზიკური ახალგაზრდობისა, კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ყავის დადებითი გავლენა ტვინის ფუნქციონირებაზე. კოფეინის ზომიერი მოხმარება პირდაპირ კავშირშია:
მეცნიერების მოულოდნელი რჩევა
მიუხედავად ყავის ასეთი სარგებლისა, მკვლევრები საინტერესო რეკომენდაციასაც იძლევიან: ყავაზე დროებითი უარის თქმა (ე.წ. “დეტოქს პერიოდები“) ტვინის მუშაობაზე დადებითად აისახება. ეს ეხმარება რეცეპტორებს მგრძნობელობის აღდგენაში, რაც შემდგომში სასმლის ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს.