ავტორი:

10 პროდუქტი, რაც საქართველოში წლიურად ყველაზე მეტად გაძვირდა

10 პროდუქტი, რაც საქართველოში წლიურად ყველაზე მეტად გაძვირდა

2026 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.9% შეადგინა - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ მონაცემებშია საუბარი.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.5% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.2%-ით განისაზღვრა.

გასულ თვეში, წლიურად ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის პირველ ადგილს იკავებს მწვანე ლობიო, 103%-იანი ფასის მატებით, მეორე ადგილზეა ქლიავი 89.5%-ით და მსხალი 42%-ით.

უფრო კონკრეტულად, "ბიზნესპრენსიუსი“ საქსტატზე დაყრდნობით, გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც აპრილში, წლიურად ყველაზე მეტად გაძვირდა:

მწვანე ლობიო - 103%

ქლიავი - 89.5%

მსხალი - 42%

პომიდორი - 38.5%

გააგრძელეთ კითხვა