ავტორი:

რუსმა გენერალმა, რომელიც ჩერნობილის კატასტროფის სალიკვიდაციო სამუშაოების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - რა ხდება ცნობილი?

რუსმა გენერალმა, რომელიც ჩერნობილის კატასტროფის სალიკვიდაციო სამუშაოების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - რა ხდება ცნობილი?

მოსკოვში, საკუთარ ბინაში, ცნობილი საბჭოთა სამხედრო მოღვაწე, გენერალ-პოლკოვნიკი სტანისლავ პეტროვი გარდაცვლილი იპოვეს. გამოცემა mk.ru-ს ინფორმაციით, 87 წლის პენსიონერის ცხედარი დილის 7 საათზე, სერაფიმოვიჩის ქუჩაზე მდებარე ე.წ. სანაპიროს სახლში აღმოაჩინეს. გავრცელებული ცნობით, მაღალჩინოსანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სტანისლავ პეტროვი საბჭოთა კავშირში ქიმიური დაცვის ჯარების ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნეოდა. მისი პროფესიული გზა აღნიშნულ ქვედანაყოფებში 1959 წლიდან დაიწყო. ის პირადად მონაწილეობდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის შემდგომი სალიკვიდაციო სამუშაოების ორგანიზებასა და მართვაში.

თავისი კარიერის განმავლობაში პეტროვს მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა:

1989-1992 წლებში ის იყო სსრკ-ს ქიმიური დაცვის ჯარების უკანასკნელი სარდალი, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების პირველ უფროსად დაინიშნა, სადაც 2001 წლამდე მსახურობდა.