ავტორი:

რატომ "ქრებიან" ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მკვლევარი ან მათთან დაკავშირებული ადამიანები - აუხსნელი მოვლენები და გარდაცვალებები, რომელთა შორის კავშირსაც FBI სწავლობს?

რატომ "ქრებიან" ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მკვლევარი ან მათთან დაკავშირებული ადამიანები - აუხსნელი მოვლენები და გარდაცვალებები, რომელთა შორის კავშირსაც FBI სწავლობს?

ამოუცნობი მფრინავი ობიექტების (UFO) მკვლევართა გაუჩინარებული ჯგუფის შესახებ დაწყებულმა ახალმა გამოძიებამ კვლავ გაამწვავა დებატები ამ სფეროში მომუშავე მეცნიერების იმ საეჭვო გარდაცვალების შესახებ, რომლებსაც ათწლეულების განმავლობაში ჰქონდა ადგილი.

2022 წლიდან დღემდე, UFO-თან დაკავშირებული სულ მცირე 11 მეცნიერი, ბირთვული სფეროს წარმომადგენელი და ექსპერტი (მათ შორის გადამდგარი გენერალ-მაიორი უილიამ ნილ მაკკასლენდი) გარდაიცვალა ან გაუჩინარდა. თუმცა, მკვლევარი ტიმოთი ჰუდი და სხვები ამტკიცებენ, რომ სიკვდილის ეს ჯაჭვი გაცილებით ძველია და ის 1940-იანი წლებში დაწყებულ ე.წ. “UFO - ს ეპოქის გარიჟრაჟს“ უკავშირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ფედერალური გამომძიებლები ბოლო პერიოდის შემთხვევების შესწავლას უკვე შეუდგნენ.

FBI-ის დირექტორის, კაშ პატელის განცხადებით, ბიურო ამ ფაქტების შორის შესაძლო კავშირის დასადგენად მუშაობს, თუმცა შეთქმულების თეორიების მომხრეები მიიჩნევენ, რომ UFO - სთან დაკავშირებულ კვლევებს სინამდვილეში გაცილებით მეტი, ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რაც ხშირად ინსცენირებული ავიაკატასტროფებით ან “თვითმკვლელობებით“ ინიღბებოდა.

წიგნის “უცხოპლანეტელებთან კონტაქტების პორტრეტები“ ავტორმა ნაიჯელ უოტსონმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ბევრი საეჭვო შემთხვევა სწორედ მას შემდეგ მოხდა, რაც მკვლევრებმა ან სამხედრო ოფიცრებმა თვითმხილველთა ჩვენებების შესწავლა დაიწყეს.

თავის მხრივ აშშ-ის მთავრობა კვლავინდებურად ამტკიცებს, რომ UFO-ს ან არამიწიერი ცივილიზაციების არსებობის მტკიცებულება არ არსებობს და ბევრ იდუმალი ინციდენტი სინამდვილეში ბუნებრივი მოვლენებით, მეტეოროლოგიური ზონდებით ან ფრინველთა გუნდების გადაფრენით აიხსნება.

  • მორის კუნძულის ინციდენტი და იდუმალი მსხვერპლი

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა 1947 წელს, მორის კუნძულთან მოხდა. ჰაროლდ ა. დალი, თავის ვაჟთან, ჩარლზთან და ეკიპაჟის ორ წევრთან ერთად, “პიუჯეტ-საუნდის“ მახლობლად, მორის კუნძულთან ახლოს, საბუქსირე ნავზე იმყოფებოდა, როდესაც ცაზე ექვსი მოვერცხლისფრო - ოქროსფერი დონატის ფორმის ობიექტი დაინახეს, ერთ - ერთი მათგანი ირწეოდა, შემდეგ კი თხელი, შავი მეტალის ზოლები დასცვივდა, რომელებიც დალის ვაჟსა და მათ ძაღლს მოხვდა, ბიჭმა დამწვრობა მიიღო, ცხოველი კი ადგილზე მოკვდა.

ჰაროლდ ა. დალი

მალე დალს შავებში ჩაცმული მამაკაცი დაუკავშირდა, რომელმაც ის კაფეში სადილზე დაპატიჟა და საუბრის დროს გააფრთხილა, რომ მომხდარზე დუმილი შეენარჩუნებინა. მოგვიანებით, საქმეში ჩართული კიდევ ორი სამხედრო პირი, კაპიტანი დევიდსონი და ლეიტენანტი ბრაუნი ავიაკატასტროფაში, ნამსხვრევების ნიმუშების სამხედრო ბაზაზე ტრანსპორტირების დროს დაიღუპნენ - მათ თვითმფრინავს მარცხენა ძრავაზე ცეცხლი გაუჩნდა და ჩამოვარდა, საქმესთან დაკავშირებული ფოტოები და ნიმუშები კი უკვალოდ გაქრა. ინციდენტის შემდეგ ადგილობრივ გაზეთის რედაქციაში ანონიმურმა პირმა დარეკა და განაცხადა რომ დევიდსონის თვითმფრინავი 20 მმ ქვემეხით ჩამოაგდეს. თავდ “ტაკომა თაიმსის“ რეპორტიორი პოლ ლენსი, რომელიც ინციდენტთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებდა, ორი კვირის შემდეგ მოულოდნელად მენინგიტით გარდაიცვალა.

"ცეცხლის მოძრავი ბურთი“ მდინარე მოჰავკზე

ნიუ-იორკში მოღვაწე უცხოპლანეტელების მკვლევარმა ჯენიფერ სტივენსმა განაცხადა, რომ 1968 წლის თებერვალში მას ორი ბიჭმა დაუკავშირდა, რომლებიც მოუყვნენ, თუ როგორ დაინახეს მდინარე მოჰავკზე "ცეცხლის მოძრავი ბურთი“. ბიჭების თქმით, მათ ბუჩქებში “თეთრ კოსტუმში გამოწყობილ ჰუმანოიდსაც“ მოჰკრეს თვალი, მოგვიანებით ამ ტერიტორიის მახლობლად 16 წლის მოზარდის ცხედარი აღმოაჩინეს, გაკვეთამ სიკვდილის ზუსტი მიზეზის დაადგინა ვერ მოახერხა.

კენეტ არნოლდი
  • კენეტ არნოლდის ისტორია

სიკვდილს ძლივს გადაურჩა კენეტ არნოლდი, “ადამიანი ვინც პირველად დააფიქსირა მფრინავი თეფშები“ ერთ - ერთ მგზავრობის დროს მის თვითმფრინავს ავარიული დაშვება მოუწია, შემოწმებისას აღმოჩნდა რომ თვითმფრინავის საწვავის სარქველი მიზანმიმართულად იყო დაზიანებული.

  • “ხალხი, რომელიც ცას აკვირდება, ფრთხილად უნდა იყოს“

საეჭვო სიკვდილის შემთხვევები ამით არ დასრულებულა. 1968 წელს მკვლევარ ჯენიფერ სტივენსის ქმარს, პიტერს, ქუჩაში უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და განუცხადა რომ “ადამიანები, რომლებიც UFO - ს ეძებენ, ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ“ ამ ამბიდან მალევე, პიტერ სტივენსი, სრულიად ჯანმრთელი ახალგაზრდა კაცი, მოულოდნელად გარდაიცვალა.

1971 წელს მკვლევარი ოტო ბინდერი ამტკიცებდა, რომ 60-იან წლებში გაურკვეველ ვითარებაში 137 უფოლოგი დაიღუპა. მათ შორისაა ფილიპ შნაიდერიც, რომელიც 1996 წელს საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, ეს თვითმკვლელობა იყო, თუმცა მისი მეუღლეს და მეგობრებს ამისი არ სჯერათ, შნაიდერის სხეული უცნაურ პოზაში იპოვეს, სახლიდან კი მისი ჩანაწერები და ლექციების მასალები გაქრა.

  • შეთქმულება თუ დამთხვევა?

მაქს სპიერსი

რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევას მისტიკური სარჩული არ აქვს. 2016 წელს პოლონეთში შეთქმულების თეორეტიკოსი მაქს სპიერსი გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა დიდი ხმაური გამოიწვია, რადგან მანამდე მაქსმა დედას სთხოვა “თუ რაიმე დაემართებოდა, "გამოძიება ჩაეტარებინათ.“ დეტალურად ჩატარებულმა გამოძიებამ, გარდაცვალების მიზეზი მართლაც დადგინა, ეს მძლავრი პრეპარატების ზედოზირება და პნევმონია აღმოჩნდა.

“ამ ისტორიებიდან ბევრი შესაძლოა გადაჭარბებულად არის შეფასებული პარანორმალურად და ბევრ სიკვდილს სავსებით ლოგიკური ახსნაც ქონდეს, თუმცა, როდესაც ყველა ამ ინფორმაციას ერთად უყრი თავს, 1950-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, უცნაურ ვითარებაში დაღუპული უფოლოგების რაოდენობა მართლაც გასაოცარია“, - ასკვნის ნაიჯელ უოტსონი

წყარო