ავტორი:

ირანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დრონებითა და რაკეტებით დაარტყა - მედია

ირანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დრონებითა და რაკეტებით დაარტყა - მედია

ირანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დრონებითა და რაკეტებით შეუტია - ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას Sky News-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ირანიდან გაშვებული სამი რაკეტა ტერიტორიული წყლების თავზე გაანეიტრალეს, ხოლო ერთი ზღვაში ჩავარდა.

დრონის ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი ფუჯაირაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე გაჩნდა.

ხელისუფლებამ აბუ დაბიში სარაკეტო განგაში გამოაცხადა.