გერმანიის ქალაქ ლაიფციგში ავტომობილი ხალხში შევარდა, დაიღუპა სულ მცირე, ორი ადამიანი გერმანიის ქალაქ ლაიფციგში ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ლაიფციგის ცენტრში ქვეითთა ზონაში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა.
ლაიფციგის მერის, ბურხარდ იუნგის ცნობით, პოლიციამ ავტომობილის მძღოლი დააკავა.
მედია წერს, რომ მძღოლი თავდაპირველად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით დააკავეს.
"მძღოლი დაკავებულია და საფრთხეს აღარ წარმოადგენს“, - განაცხადა პოლიციამ.