ავტორი:

შოკისმომგვრელი კადრები: ნიუ- ჯერსის აეროპორტში დაშვებისას თვითმფრინავი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა

შოკისმომგვრელი კადრები: ნიუ- ჯერსის აეროპორტში დაშვებისას თვითმფრინავი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა

ინტერნეტში მანქანის ვიდეორეგისტრატორით გადაღებული კადრები გავრცელდა, სადაც ქალაქ ნიუარკის (ნიუ-ჯერსი) აეროპორტში დაშვების დროს United Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შემზარავი მომენტია ასახული.

ვიდეოში მხიარულად მომღერალი სატვირთო მანქანის მძღოლი მოჩანს, უეცრად კადრში United Airlines-ის 169-ე რეისის ხმაური იჭრება. დაბნეული მძღოლი მაღლა იხედება, რა დროსაც თვითმფრინავის ერთ-ერთი ბორბალი სატვირთოს საქარე მინას ხვდება და მას ნამსხვრევებად აქცევს.

მიუხედავად შემზარავი შემთხვევისა, მძღოლი (რომლის ვინაობაც არ სახელდება) ინციდენტს სასწაულებრივად გადაურჩა. მან მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები მიიღო და ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Boeing-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც ვენეციის რეისს ასრულებდა, ინციდენტის შემდეგ მშვიდობიანად დაეშვა აეროპორტის 29-ე ასაფრენ ბილიკზე. აღსანიშნავია, რომ ეს ბილიკი ავტომაგისტრალის პერპენდიკულარულად მდებარეობს და თვითმფრინავებს დაშვებისას გზატკეცილიდან ძალიან დაბალ სიმაღლეზე, ავტომობილებიდან სულ რამდენიმე მეტრში გადაფრენა უწევთ.

წყარო