ავტორი:

"გაურკვეველ ვითარებაში, დაიკარგა დიპლომი... დიდი ალბათობით, ეს არის მოპარული" - მეუფე გიორგი ჯამდელიანის თქმით, მეუფე იობის დიპლომი საეპისკოპოსო რეზიდენციიდან დაიკარგა

"გაურკვეველ ვითარებაში, დაიკარგა დიპლომი... დიდი ალბათობით, ეს არის მოპარული" - მეუფე გიორგი ჯამდელიანის თქმით, მეუფე იობის დიპლომი საეპისკოპოსო რეზიდენციიდან დაიკარგა

პატრიარქობის კანდიდატის, მეუფე იობის დიპლომი ორი თვის დაიკარგა, - ამის შესახებ " ტვ პირველის" ეთერში წმინდა სინოდის წევრმა, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, გიორგი ჯამდელიანმა განაცხადა.

ის ეჭვობს, რომ მეუფე იობს დიპლომი მოჰპარეს.

"ორი თვის წინ მიტროპოლიტმა იობმა თავის რეზიდენციაში, სადაც იყო ეს დოკუმენტები, საქაღალდეები, მათ შორის იდო დიპლომი, ეს არის დიპლომი მცხეთის სემინარიისა, რომელიც მან დაამთავრა 1988 წელს და როდესაც იქნა მოთხოვნილი, რომ ეს საბუთები წარმოედგინა მას სინოდის სხდომაზე, ახლა კანდიდატების გამორჩევის დღეს, ფაქტობრივად, გაურკვეველ ვითარებაში, საეპისკოპო რეზიდენციიდან დაიკარგა დიპლომი.

ხელს ვერავისკენ ვერ გავიშვერთ, მაგრამ სადაც იდო, ნუ რეზიდენციაშ ეს დიპლომი აღარ არის. დიდი ალბათობით, ეს არის მოპარული.

ორი თვის წინ მეუფემ ნახა ეს დიპლიმი რომ იდო თავის ადგილას და როდესაც მოდიოდა, რომ წარედგინა დიპლომი, საბუთები მიეტანა საპატირაქოში დიპლომი არ აღმონდა ადგილზე," - თქვა მეუფე გიორგი ჯანმდელიანმა.

მან აღნიშნა, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე, მცხეთის სასულიერო სემინარიის იმჟამინდელ რექტორს, მიტროპოლიტ ზოსიმეს მიმართეს, რომელმაც მეუფე იობის დიპლომის არსებობა დაადასტურა. წყარო