ავტორი:

რუსეთმა 8-9 მაისს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა

რუსეთმა 8-9 მაისს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა

რუსეთმა 8-9 მაისს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად რუსეთმა 8-9 მაისს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.

"ვიმედოვნებთ, რომ უკრაინული მხარეც იმავეს გააკეთებს“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება.

ასევე, უწყების განცხადებით, თუ უკრაინა "გამარჯვების დღის აღნიშვნის ჩაშლის მიზნით“ მოსკოვზე იერიშს მიიტანს, მაშინ რუსეთი კიევის ცენტრს დაარტყამს.

"თუ კიევის რეჟიმი დიდ სამამულო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავის აღნიშვნის ჩაშლის მიზნით თავისი დანაშაულებრივი გეგმების განხორციელებას შეეცდება, მაშინ რუსეთის შეიარაღებული ძალები კიევის ცენტრზე მასშტაბურ საპასუხო სარაკეტო დარტყმას განახორციელებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.