ავტორი:

სამტრედიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სამტრედიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სამტრედიაში სახლი დაიწვა. რაზმაძის ქუჩაზე ცეცხლი ორსართულიან სახლს გაუჩნდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი ხის სახლს მალე მოედო და თითქმის სრულად დაიწვა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.