მოდის სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი ღამე, 2026 წლის Met Gala ნიუ-იორკში, The Metropolitan Museum of Art-ში გაიმართა და როგორც ყოველთვის, პომპეზურმა კოსტიუმებმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.
წლევანდელი თემა იყო “კოსტიუმების ხელოვნება“. ვარსკვლავებმა და დიზაინერებმა საკუთარი ინტერპრეტაციები წარმოადგინეს.
წლევანდელი სტუმრების სია ვარსკვლავებით იყო სავსე: ღონისძიებაზე ათწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გამოჩნდა ბიონსე. წითელ ხალიჩაზე ასევე გაიარეს ნიკოლ კიდმანმა, ჩოგბურთელმა ვენუს უილიამსმა, Vogue-ის გლობალურმა რედაქტორმა ანა ვინტურმა და სხვებმა.
წარმოგიდგენთ ყველაზე განხილვად კოსტიუმებს:


ბიონსე მეთ გალაზე ათწლიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა. მას ფრანგი დიზაინერის, ოლივიე რუსტენის მიერ შექმნილი კაბა ეცვა, რომელიც კაბაზე ამოქარგულ ჩონჩხს და უზარმაზარ ბუმბულის მოსასხამს წარმოადგენდა.
BBC-ის გადამღები ჯგუფი ბიონსეს წითელ ხალიჩაზე შეხვდა. როდესაც ჰკითხეს, როგორი იყო დაბრუნება, ვარსკვლავმა უპასუხა: “მშვენიერია აქ ჩემს ქალიშვილთან და ჩემს ქმართან ერთად ყოფნა“.
ვარსკვლავმა წითელ ხალიჩაზე მეუღლესთან, რეპერ ჯეი-ზისთან და მათ ქალიშვილ ბლუ აივისთან ერთად გაიარა.

ანა ვინტურმა, 2026 წლის Met Gala-ზე, შანელის იგივე სტილის კოსტიუმი მოირგო, რომელიც უკვე ეცვა 2019 წელს, თუმცა ამჯერად მწვანე, ფირუზისფერ ტონალობაში.
კარდაშიან-ჯენერებმა გამორჩეული კაბები მოირგეს.
კი კარდაშიანის ნარინჯისფერი კაბა და ბოდე ბრიტანელმა დიზაინერმა დუეტმა უიტაკერ მალემ შექმნა. კაილი ჯენერმა კი სკიაპარელის კოსტიუმი მოირგო, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს ჩამოვარდებოდა.
მოდელი კენდალ ჯენერი კი GAP-თვის შექმნილი Zac Posen-ის კაბით გამოჩნდა.

იხილეთ ასევე: