ავტორი:

აფეთქება ჩინეთში, ფეიერვერკების ქარხანაში - დაიღუპა 21 ადამიანი, დაშავებულია ათობით მოქალაქე

აფეთქება ჩინეთში, ფეიერვერკების ქარხანაში - დაიღუპა 21 ადამიანი,  დაშავებულია ათობით მოქალაქე

ჩინეთის ჰუნანის პროვინციაში ფეიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და 61 დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • აფეთქება Huasheng Fireworks Manufacturing and Display Company-ში მოხდა.

ადგილზე დაახლოებით 500 მეხანძრე, მაშველი და მედიკოსი იმყოფებოდა.

შენობაში ჩარჩენილი მოქალაქეების საპოვნელად რობოტები გამოიყენეს.

აფეთქება იმდენად მძლავრი იყო, რომ სამაშველო ჯგუფებს ფეიერვერკების ქარხნიდან 3 კილომეტრის რადიუსში მყოფი ყველა ადამიანის ევაკუაცია მოუწიათ. ჩაიმსხვრა ქარხანასთან ახლოს მდებარე საცხოვრებელი შენობის ფანჯრები.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულთა ასაკი 20-დან 60 წლამდე მერყეობს.

პრეზიდენტმა სი ძინპინმა აფეთქების მიზეზების დასადგენად საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება და დამნაშავეებისთვის მკაცრი პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა.