მომღერალი ნათია თოდუა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც გარდაცვლილ ამამს უძღვნის.
მამაჩემი ყველაზე მეტად წინააღმდეგი იყო ჩემი შოუბიზნესში შესვლის…
ადამიანი, რომელიც თავად ოცნებობდა სცენაზე.წლები დამჭირდა, რომ გამეგო რატომ.
ის ჩემს წინააღმდეგ კი არ იყო,ის უბრალოდ მიცავდა, იმედგაცრუებისგან, თვალთმაქცობისგან, ტკივილისგან, რომელიც ამ გზას თან სდევს.
მან ნახა ჩემი ყველა მცდელობა.
ბოლოს მითხრა: როცა შენ შენს ოცნების სცენაზე დადგები, მე იქ არ ვიქნებიო…
სადმე ბოლოში, სადაც არც ერთი ცარიელი ადგილი არ იქნება, იქ მინდა რომ ერთი ადგილი შემინახოო და შენი ხმა იქიდან მოვისმინოო.
და ახლა საკუთარ თავს ვეკითხებირა შეიძლება ამაზე ძლიერი იყოს?
რამ შეიძლება შემაჩეროს?
შენს სახელს,და იმ სიყვარულს, რაც შენ მუსიკით ჩემში დატოვე, ყველაზე მაღალ წერტილამდე მივიყვან, მამა.
ეს ჩვენი პირობაა. 2 წელია გეძებ და ვერ გპოულობ". - წერს ნათია.
იხილეთ ასევე: