ავტორი:

4 დაღუპული და 31 დაშავებული - რუსეთმა პოლტავას რაკეტებითა და დრონებით დაარტყა, დაზიანდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა (ფოტო/ვიდეო)

4 დაღუპული და 31 დაშავებული - რუსეთმა პოლტავას რაკეტებითა და დრონებით დაარტყა, დაზიანდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა (ფოტო/ვიდეო)

რუსულმა ძალებმა უკრაინის პოლტავას ოლქს რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პოლტავას საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ვიტალი დიაკივნიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამრეწველო ობიექტი დაზიანდა და 3 480 აბონენტი გაზის გარეშე დარჩა. ასევე დაზიანდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.

კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებში ღამით საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა. კიევში თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.