ავტორი:

თეთრი სახლის მიმდებარედ შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა - რა დეტალებზე წერს მედია?

თეთრი სახლის მიმდებარედ შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა - რა დეტალებზე წერს მედია?

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა თეთრ სახლთან ახლოს შეიარაღებულ პირს ესროლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

  • აშშ-ის საიდუმლო სამსახურის განცხადებით, აგენტებმა თეთრ სახლთან ახლოს შეიარაღებული საეჭვო პირი შენიშნეს, რომელმაც დაცვის სამსახურის თანამშრომლების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

შეიარაღებულმა პირმა სროლის შემდეგ მიმალვა სცადა, თუმცა საიდუმლო სამსახურის აგენტებმა მას ცეცხლი გაუხსნეს.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, მეთიუ ქუინმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი დაჭრილია და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე, ეჭვმიტანილმა ქუჩაში გამვლელი არასრულწლოვანი დაჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საიდუმლო სამსახურის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, რომ სროლის დროს ეჭვმიტანილი თეთრი სახლის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა.