ავტორი:

3 წლის ბიჭუნა გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც 12 საათის განმავლოვაში ავტომობილში დატოვეს - მექსიკაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

3 წლის ბიჭუნა გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც 12 საათის განმავლოვაში ავტომობილში დატოვეს - მექსიკაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

მექსიკაში. ქალაქ მეხიკალიში მოხდა. გარდაიცვალა 3 წლის ბიჭი, რომელიც დიდი დროის განმავლობაში ავტომობილში დატოვეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ბავშვი, სახელად ვისენტე, უგონო მდგომარეობაში იპოვეს სახლის წინ გაჩერებულ ავტომობილში. ბიჭი მანქანაში 12 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა.

მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

  • წინასწარი მონაცემებით, ბავშვის დედა იმ დროს წვეულებაზე იმყოფებოდა. სახლში შუაღამის შემდეგ დაბრუნდა და ჩაეძინა. NewsX-ის ცნობით, სავარაუდოდ, დედას დაავიწყდა, რომ ბავშვი მანქანაში დატოვა.

ძლიერი სიცხის პირობებში ავტომობილის შიგნით ტემპერატურა სწრაფად გაიზარდა, რაც სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

ექსპერტების თქმით, ბავშვს ხელებსა და ფეხებზე დამწვრობებიც აღენიშნებოდა, რაც მაღალი ტემპერატურისა და მანქანის ცხელ ზედაპირებთან ხანგრძლივი კონტაქტის შედეგი იყო.

სასამართლო-სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელის, სეზარ გონსალეს ვაკას განცხადებით, ბავშვს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა.

წყარო