“ევროკავშირი და სომხეთი არასდროს ყოფილან უფრო ახლოს. დღეს კი ჩვენი პარტნიორობა სრულიად ახალ დონეზე აგვყავს“, - ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირი-სომხეთის სამიტს, რომელიც ერევანში მიმდინარეობს.
“ეს მომენტი შესაძლებელი გახდა სომხეთის მიერ ბოლო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი მიღწევების წყალობით. მათ შექმნეს უნიკალური შესაძლებლობა, რომ ხელშესახები სარგებელი მოეტანათ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბიზნესებისა და საზოგადოებებისთვის“, - წერს კოშტა.
სომხეთის დედაქალაქ ერევანში ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი მიმდინარეობს. სამიტზე ევროკავშირს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენენ. სომხეთს კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.