საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ 5 რეგიონს, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს:
1. იმერეთი - 492.5 ათასი ადამიანი
ქვეყანაში იმერეთი ტრადიციულად მეორე ადგილს იკავებს თბილისის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში დიდია სასოფლო დასახლებების წილი, ქუთაისი და მიმდებარე მუნიციპალიტეტები კვლავ ინარჩუნებენ მაღალ დემოგრაფიულ სიმჭიდროვეს.
2. ქვემო ქართლი - 440 000 ათასი ადამიანი.
ეს რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და აქტიურია. მისი სიახლოვე დედაქალაქთან და ინდუსტრიული ცენტრების (მაგალითად, რუსთავის) არსებობა განაპირობებს მოსახლეობის დიდ რაოდენობას.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 413 200 ადამიანი.
აჭარა, განსაკუთრებით კი ბათუმი, ბოლო წლების განმავლობაში ინტენსიური ურბანიზაციით გამოირჩევა. ტურიზმისა და საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარებამ რეგიონი საცხოვრებლად კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა.
4. კახეთი - 300 000 ადამიანი.
ეს არის მხარე, სადაც სასოფლო მეურნეობასა და მეღვინეობას გადამწყვეტი როლი აქვს მოსახლეობის შენარჩუნებაში, რაც კახეთს აღმოსავლეთ საქართველოს უმნიშვნელოვანეს ცენტრად აქცევს.
5. შიდა ქართლი – 247.9 ათასი ადამიანი
მე-5 ადგილს საქართველოში შიდა ქართლის რეგიონი იკავებს. რეგიონის მოსახლეობის დიდ ნაწილს ქალაქი გორი და მიმდებარე მუნიციპალიტეტები შეადგენენ. ეს მხარე სტრატეგიული მდებარეობითა და სასოფლო-სამეურნეო აქტივობით გამოირჩევა, რაც განაპირობებს მოსახლეობის სტაბილურ მაჩვენებელს.
ყველაზე ცოტა ადამიანი კი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ცხოვრობს და შეადგენს 29 500 ადამიანს.
წყაროს - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების საფუძველზე მოხდა 2025 წლისა და მასთან დაკავშირებული შემდგომი პერიოდების მონაცემების გადაანგარიშება.
იხილეთ ასევე: