ეკა კახიანის უმცროსი ქალიშვილი, ქეთო თოფურიძე, 27 წლის გახდა. ამ განსაკუთრებული თარიღის აღსანიშნავად მან მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სანაპიროებს მიაშურა.

დაბადების დღე 1 - ელ მაისს დაიწყო და, როგორც ჩანს, რამდენიმე დღის განმავლობაში შეკრებილებისთვის დაუვიწყარ თავგადასავლად იქცა. ქეთომ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გაავრცელა:
"27, თავს იმაზე უკეთ ვგრძნობ, ვიდრე ოდესმე. მადლობა ყველას კეთილი სურვილებისთვის... და ჩემს საოცარ მეგობრებს ცხოვრებაში საუკეთესო დროისთვის“.

ქეთოს გვერდით იყვნენ მისი დები - მომღერალი ნინი ბადურაშვილი და ანასტასია თოფურიძე. გოგონების კომპანიაში ასევე იმყოფებოდა ცნობილი მოდელი და ტელესახე სალომე ღვინიაშვილი.

მეგობრებმა დრო მონაკოსა და კანის ულამაზეს ხედებს შორის გაატარეს. სალომე ღვინიაშვილმა "ინსტაგრამზე“ მონაკოში გადაღებული ფოტოების სერია გამოაქვეყნა წარწერით:

"ძალიან სპონტანური “Monaco dump“ ისეთი უქმეები, სადაც ფოტოების გადაღება პრიორიტეტი არ იყო“.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ იუბილარი და მისი სტუმრები არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ. ელეგანტური საღამოს კაბები, ვახშამი პრესტიჟულ Hotel de Paris-თან და მზიანი დღეები სანაპიროზე



