ბათუმში დატრიალებულმა უბედურმა შემთხვევამ მთელი ქვეყანა შეძრა. არსებული ინფორმაციით, ქალაქის ერთ-ერთი მაღალსართულიანი კორპუსის 43-ე სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავდაპირველად ორგანიზაცია "ალტერნატივამ“ გაავრცელა.
გარდაცვლილი მინდია ტუნაძეა, პროფესიით არქიტექტორი. როგორც ირკვევა, ტრაგედია სკოლის დამთავრებიდან წლების შემდეგ გამართულ თანაკლასელების შეხვედრაზე - ე.წ. "ბანკეტზე“ მოხდა.
სოციალურ ქსელში მინდია ტუნაძეს ახლობლები და ნაცნობები უდიდესი ტკივილით იხსენებენ. მას ახასიათებენ, როგორც გამორჩეულად ზრდილობიან, მორიდებულ და შრომისმოყვარე ადამიანს, რომელიც წარმოშობით დაბა ნასაკირალიდან იყო.
"ბათუმში 43-ე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა საუკეთესო ახალგაზრდა...
შეუფასებელი ბიჭი დავკარგეთ, აღუწერელი ტკივილი ხარ, ბანკეტი შენი ბოლო შეკრება აღმოჩნდა...
არქიტექტორი ბიჭი იყო, ბანკეტი ჰქონდათ...
თანაკლასელებს შეხვედრა ჰქონდათ და დამთავრების შემდეგ...
კეთილშობილი,ზრდილი, უსაშველოდ მორიდებული... ბევრი საქებარი სიტყვის თქმა შემიძლია მინდიაზე. ბიჭი, რომელიც დააკლდება არა მარტო ნასაკირალს. კარგი ბიჭი, რომელმაც ყველას დაწყვიტა გული. ბავშვობიდან მოყოლებული მოკრძალებულ ღიმილიანი მახსოვხარ და ასეთად დარჩები - ბიჭი სიკეთე და ბიჭი თავაზიანობა. მშვიდი სასუფეველი მოგცეს...
მთელი სოფლის ტკივილია ეს სიმპათიური ბიჭი...
ვიზიარებ, ძალიან მეწყინა ჩვენი ნასაკირალის მწუხარება ხარ...
ნეტავი არ მოსწრებოდნენ შენი მშობლები შენს სიკვდილს მინდია, ეს ის მომენტია, როდესაც ვერაფერს ეუბნები დედას, მამას, და-ძმებს სანუგეშოს. ღმერთმა მისცენ გამძლეობა, რომ ამ ტკივილს გაუძლონ...
მთელი ნასაკირალის ტკივილია ეს ახალგაზრდა...
მწუხარე ამბავმა იფეთქა, ძალიან გული დაგვწყვიტე კარგო, მორიდებულო ადამიანო, შრომის მოყვარე... ოთხი წელი იქნება ჩემს ბინაში ცხოვრობ, თქვენგან ზედმეტი სიტყვა არ გამოსულა გარეთ. მადლობა ამისათვის.ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, ბედისწერას ვერ გაექცევი....
სული დაგვეწვა, მინდო..."