ხშირად ვამჩნევთ, რომ ჩვენ გარშემო სამყარომ თითქოს ფერები დაკარგა, კონტურები გაიდღაბნა, ხოლო საყვარელი წიგნის კითხვა თუ ტელევიზორის ყურება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ბევრი ამას უბრალოდ ასაკს აბრალებს, თუმცა სინამდვილეში, შესაძლოა, ეს იყოს კატარაქტის სიმპტომები, თვალის ბროლის შემღვრევა, რაც დღეს მედიცინისთვის სრულიად მართვადი პროცესია.
რა არის კატარაქტა და რატომ არ უნდა შეგვეშინდეს?
კატარაქტა ბუნებრივი ბიოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც თვალის ბროლი კარგავს გამჭვირვალობას. კატარაქტით დაავადების დროს, ბადურამდე სინათლე სათანადოდ ვერ აღწევს. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კატარაქტა სრულიად მართვადი მდგომარეობაა და არ უნდა შევეგუოთ და “ავიტანოთ“. პრობლემის გადასაჭრელად, გამოსავალი მხოლოდ ერთია - მიკროქირურგიული ჩარევა, რომელიც დღეს ისეთივე უსაფრთხოა, როგორც ჩვეულებრივი სტომატოლოგიური პროცედურა.
„ოფთალმიჯის“ გამოცდილება - თქვენი გარანტია
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯში“ კატარაქტის მკურნალობა 10-წუთიანი, სრულიად უმტკივნეულო პროცედურაა. თუმცა, მთავარი სიახლე ხელმისაწვდომობაშია: საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, პენსიონერებს შესაძლებლობა აქვთ, დაზღვევის ფარგლებში, მიიღონ მსოფლიო ოფთალმოლოგიის ლიდერის, Alcon-ის პრემიუმ ხარისხის IQ ბროლები.
რატომ არის Alcon-ის IQ ბროლი საუკეთესო?
პასუხი მარტივია: ეს არის "ჭკვიანი" ტექნოლოგია, რომელიც თვალში ჩასმისთანავე ბუნებრივი ბროლივით იწყებს მუშაობას. წარმოიდგინეთ, რომ ფანჯარაში ძველ, დაბურულ მინას, სრულიად სუფთა, გამჭვირვალე მინით ცვლით – ზუსტად ასეთ ეფექტს იძლევა IQ ბროლი.
Alcon-ის IQ ბროლი არა მხოლოდ აბრუნებს მხედველობის სიცხადეს, არამედ იცავს თვალს მზის მავნე სხივებისგან და ფერებს ისეთივე ცოცხალს ხდის, როგორსაც ახალგაზრდობაში ვხედავდით. რაც მთავარია, ეს არის ბროლი, რომელიც ერთხელ იდგმევა და მთელი ცხოვრება ერთგულად გემსახურებათ.

ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯში“ კატარაქტით დაავადებული პაციენტებისთვის პირველადი უფასო კონსულტაცია დაიწყო. ეს ინიციატივა მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, ყოველგვარი ფინანსური ბარიერის გარეშე მიიღონ ზუსტი დიაგნოსტიკა და დარგის წამყვანი სპეციალისტების რეკომენდაციები.
კლინიკა „ოფთალმიჯმა“ ბაზარზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნა, როდესაც მსოფლიო წამყვან ბრენდ Alcon-თან პარტნიორობით, პაციენტებს შესთავაზა ალკონის პრემიუმ IQ ბროლები სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია პროფ. გიორგი ჯავრიშვილის საქველმოქმედო ფონდის როლი, რომლის დაფინანსებითაც ალკონის ბროლების გამოყენება კიდევ უფრო ფართო მასებისთვის გახდა შესაძლებელი. ფონდი აქტიურად ეხმარება იმ ასაკოვან პაციენტებს, რომლებსაც არ აქვთ დაზღვევა ან შესაბამისი ფინანსური სახსრები. ფონდის დახმარებით ხდება ოპერაციის სრული დაფინანსება ან სხვაობის დაფარვა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის.
30-წლიანი პრაქტიკა და ათიათასობით კმაყოფილი პაციენტი ადასტურებს, რომ მკაფიო მხედველობა ოცნება აღარაა და ის ყველასთვის ხელმისაწვდომი რეალობაა.
კლინიკა „ოფთალმიჯის“ შესახებ:
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ 1996 წელს პროფესორ გიორგი ჯავრიშვილის მიერ დაარსდა და დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური ოფთალმოლოგიური ცენტრია. სამი ათწლეულის მანძილზე, კლინიკა ინოვაციების სათავეში დგას - სწორედ აქ დაინერგა პირველად რქოვანის გადანერგვა და კატარაქტის ფაკოემულსიფიკაცია. კლინიკა აღჭურვილია ISO-სტანდარტის ინფრასტრუქტურით და პაციენტებს სთავაზობს მკურნალობის სრულ სპექტრს: Smile Pro ლაზერული კორექციიდან, კატარაქტის პრემიუმ იმპლანტაციამდე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში სრულად ფინანსდება.
R