ავტორი:

რუს მოდელზე ბიზნესმენმა სასტიკად იძალადა და გოგონას თავის ქალის ნაწილი მოჰკვეთეს - კაცი სასამართლომდე გულის შეტევით გარდაიცვალა: უმძიმესი ამბის დეტალები

რუს მოდელზე ბიზნესმენმა სასტიკად იძალადა და გოგონას თავის ქალის ნაწილი მოჰკვეთეს - კაცი სასამართლომდე გულის შეტევით გარდაიცვალა: უმძიმესი ამბის დეტალები

რუსული მოდის სამყარო შეძრა შემზარავმა ამბავმა, რომლის მთავარი გმირებიც 33 წლის მოდელი ანჟელიკა ტარტანოვა და მისი პარტნიორი, 41 წლის ბიზნესი დმიტრი კუზმინი არიან.

  • ის, რაც ერთი შეხედვით მდიდრულ და ბედნიერ ცხოვრებას ჰგავდა, ნამდვილ კოშმარად იქცა: გასულ წელს მოდელმა სასტიკი ცემის შედეგად, თავის ქალის ნახევარი დაკარგა, ხოლო მოძალადე კაცი სასამართლომდე გარდაიცვალა - როგორც რუსული მედია წერს, შიშისა და სტრესისგან.

ქალმა გადატანილი სასტიკი ძალადობის შესახებ საჯაროდ ახლა ისაუბრა.

ყველაფერი გასულ წელს დაიწყო, როდესაც კუზმინი ტარტანოვას ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდა.

ძალადობის შედეგად, ქალმა უმძიმესი ტრავმები მიიღო. ექიმები აცხადებენ, რომ ოპერაციას ერთი საათითაც რომ დაეგვიანებინა, ანჟელიკა კომაში ჩავარდებოდა და გადარჩენის შანსი აღარ ექნებოდა.

სიცოცხლის შესანარჩუნებლად ქირურგებმა რადიკალურ ზომას მიმართეს - მას თავის ქალის თითქმის ნახევარი მოჰკვეთეს,

სანამ მოდელი საავადმყოფოში სიკვდილს ებრძოდა, მისი პარტნიორი მედოვნებდა, რომ სასჯელს გადაურჩებოდა. ის თავხედურად მიდიოდა საავადმყოფოში მსხვერპლის მოსანახულებლად, თუმცა ვითარება მკვეთრად შეიცვალა, როდესაც გამოძიებამ მუხლი გადააკვალიფიცირა და კუზმინს მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენა ბრალი.

ბიზნესმენი მიხვდა, რომ ორი არჩევანი ჰქონდა: ან მინიმუმ რვაწლიანი პატიმრობა, ან რუსეთის არმიის რიგებში გაწევრიანება და უკრაინაში ფრონტზე წასვლა.

როგორც ირკვევა, ბიზნესმენის გულმა ამხელა ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლო. 2025 წლის ნოემბერში, სანამ განაჩენს გამოიტანდნენ, კუზმინი მოულოდნელად გარდაიცვალა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მისი სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ანჟელიკა ტარტანოვამ მხოლოდ ახლა შეძლო გამოჩენა და თავის ტრაგედიაზე საუბარი. მისი მდგომარეობა დღესაც მძიმეა: მას დარღვეული აქვს მეტყველება, მეხსიერება და კოორდინაცია.

"დიდი ხნის განმავლობაში სარკეში ჩახედვის მეშინოდა, საშინლად მეშინოდა ჩემივე ანარეკლის“, – აღიარებს ის. მისი და, ანასტასია ბელოგლაზოვა მომხდარს ცხოველურ სისასტიკეს უწოდებს და ვერ მალავს აღშფოთებას იმის გამო, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანოს ახლობელი.

მიუხედავად იმისა, რომ ანჟელიკამ გარეგნობა და ჯანმრთელობა დაკარგა, მედიცინა მას იმედს აძლევს. ექიმები გეგმავენ 3D პრინტერის გამოყენებით შექმნან მისი თავის ქალის ზუსტი მოდელი და იმპლანტით დაფარონ არსებული დეფექტი, რათა ქალს კოსმეტიკურად მაინც დაუბრუნდეს ძველი იერი.