ავტორი:

პანდების "ფლირტი" ვაშინგტონის ზოოპარკში - "მათ ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გაუჩნდათ" (ვიდეო)

პანდების "ფლირტი" ვაშინგტონის ზოოპარკში - "მათ ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გაუჩნდათ" (ვიდეო)

ვაშინგტონის ზოოპარკში პანდებს სახელად, ბაო ლისა და ცინგ ბაოს ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გაუჩნდათ.

  • მიუხედავად იმისა, რომ პანდები ცალ-ცალკე გალიებში იმყოფებიან, ეს კონტაქტის დამყარებაში ხელს არ უშლით.

NBC-ის კორესპონდენტი რაიან ნობლსი აღნიშნავს, რომ "პანდებს შორის ურთიერთობა სულ უფრო ინტენსიური ხდება".

ზოოპარკის თანამშრომლის, მარიელ ლალის განცხადებით, ბაო ლი განსაკუთრებით აქტიურია და ჰორმონალური ცვლილებების გამო უფრო ხშირად ავლენს ინტერესს. ამის მიუხედავად, პანდების საერთო გალიაში გადაყვანას მაინც არ ჩქარობენ.

"ჯერ გამრავლების ასაკში არ არიან. გიგანტური პანდები, როგორც წესი, გამრავლებას 5-დან 7 წლამდე ასაკში იწყებენ" - ამბობს ის.

ნახეთ ვიდეო: