22 წლის ნიკა უკვე წელია ჰოჩკინის ლიმფომას ებრძვის. ქიმიოთერაპიის რთული კურსის შემდეგ, ოჯახს იმედი ჰქონდა, რომ დაავადება უკან დაიხევდა, თუმცა რეციდივი მოხდა. ახლა ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლის გადასარჩენად სასწრაფოდ არის საჭირო 70 000 ლარი.
აღნიშნული თანხა კონკრეტული პრეპარატის შესაძენად არის აუცილებელი, რომელიც არ ფინანსდება და არ გააჩნია ანალოგი. ოჯახი სხვა თანმდევ ხარჯებს საკუთარი ძალებით ფარავს, თუმცა მედიკამენტის ღირებულება მათთვის უმძიმეს ტვირთად იქცა. ამ ბრძოლაში ახლა თითოეული ლარი გადამწყვეტია.
"ნიკა თბილისში, ალექსანდრე თავართქილაძესთან მკურნალობს. დეკემბრის თვეში დაამარცხა დაავადება და 4 თვის თავზე რეციდივი მოხდა. ახლა ისევ თბილისში უნდა გავაგრძელოთ მკურნალობა და ორ თვეში თურქეთში გვიწევს გადაფრენა.
ნიკას სიმპტომები ისევ დაუბრუნდა: ქავილი, ხველა, სისუსტე. ორშაბათს მკურნალობა აუცილებლად უნდა დავუწყოთ. ერთი პრეპარატი სახელმწიფომ დააფინანსა, თუმცა ლიმიტი ამოვწურეთ. მეორე პრეპარატისთვის, რომლის ერთი ამპულა 5500 ლარი ღირს, სასწრაფოდ გვჭირდება თანხის შეგროვება - სულ 12 ცალია საჭირო.“
დავეხმაროთ ნიკას, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ რეკვიზიტებზე:
თიბისი ბანკი: #GE12TB7517436010100051 (ნათია კილაძე)
საქართველოს ბანკი: #GE12BG0000000538051543 (ანა ჯაფარიძე)
PayPal: natiakiladze2014@gmail.com (მიმღები: ნათია კილაძე)