“ვოლოდიმირ ზელენსკი ცბიერი ბიჭია, მაგრამ მე ის მომწონს და მას ყოველთვის კარგად ვუგებ“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰიუ ჰიუიტის შოუში სატელეფონო ინტერვიუსას განაცხადა.
მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი „ცბიერი ადამიანია“.
“ის ცბიერი ბიჭია. ჩვენ შეთანხმების მიღწევა გვსურს. ისინი ტერიტორიებს კარგავენ, მაგრამ ეს რუსეთისთვის და მათთვისაც ძალიან დიდი ფასი ჯდება. მე მომწონს ზელენსკი. მას ყოველთვის კარგად ვუგებ, გარდა იმ ერთი მომენტისა თეთრ სახლში, როცა მისი მხირდან ცოტა აგრესიული იყო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.