"რამდენიმე დღის წინ სკოლაში მომხდარი ფაქტისას ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულ ძალადობას" - ევროპული სკოლა განცხადებას ავრცელებს

"რამდენიმე დღის წინ სკოლაში მომხდარი ფაქტისას ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულ ძალადობას" - ევროპული სკოლა განცხადებას ავრცელებს

დღეს სუროგაციის ცენტრის “NEW LIFE"-ის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი ევროპულ სკოლაში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ამის თაობაზე ევროპული სკოლა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ევროპული სკოლისთვის უმთავრესი პრიორიტეტია თითოეული მოსწავლის ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც მკაცრად დაცული ურთიერთპატივისცემის პრინციპები და არ არსებობს არანაირი სახის ძალადობის, ჩაგვრისა თუ არაეთიკური ქცევისადმი ტოლერანტობა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს, გამოვეხმაუროთ პირად სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას და დავაზუსტოთ, რომ რამდენიმე დღის წინ სკოლაში მომხდარი ფაქტისას ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულ ძალადობას. სკოლის ადმინისტრაციამ ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად და სრულად აამოქმედა შესაბამისი რეაგირების მექანიზმები. დაუყოვნებლივ გაიმართა შეხვედრები მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. ამასთან, პროცესში აქტიურად არის ჩართული ფსიქოლოგიური სამსახური. ევროპული სკოლა იცავს თითოეული არასრულწლოვანის უფლებებსა და პერსონალურ მონაცემებს. შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, დამატებითი დეტალების საჯაროდ განხილვისგან თავს ვიკავებთ. ჩვენ ვრჩებით მუდმივ კომუნიკაციაში მშობლებთან, ვაკეთებთ ყველაფერს, რათა სკოლა მუდმივად იყოს ყველაზე უსაფრთხო, დაცული და განვითარებაზე ორიენტირებული სივრცე ჩვენი მოსწავლეებისთვის".

იხილეთ ასევე: