ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი ბიჭი დაშავდა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მოზარდს სანდასუფთავების სამსახურის ავტომობილი დაეჯახა.

ადგილზე შინაგანს საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. როგორც შსს-ში "ინტერპრესნიუს“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.