ავტორი:

შეძლებს თუ არა ყოფილი მოკავშირე პუტინის დამხობას - "გადატრიალების მოლოდინი": რა წერია ევროპული დაზვერვის საიდუმლო ანგარიშში

შეძლებს თუ არა ყოფილი მოკავშირე პუტინის დამხობას - "გადატრიალების მოლოდინი": რა წერია ევროპული დაზვერვის საიდუმლო ანგარიშში

ვლადიმერ პუტინის ფოტო, რომელიც კამერის წინ თავისის უახლოეს მოკავშირესთან, სერგეი შოიგუსთან ერთად ხელგაშლილი პოზირებდა, სახელმწიფო მედიამ 2024 წელს გამოაქვეყნა.

მას შემდეგ მხოლოდ ორი წელი გავიდა, დღეს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და პუტინის ძველი მეგობარი რუსი დიქტატორის წინააღმდეგ მოწყობილი შესაძლო შეთქმულების ცენტრალურ ფიგურად მიიჩნევა.

შოიგუს კარიერა კრემლის მაღალ ეშელონებში 1991 წლიდან იწყება, როდესაც მშენებლობის ყოფილი მენეჯერი საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩაუდგა სათავეში. მიუხედავად იმისა, რომ ჯარში არასოდეს უმსახურია, 2012 წელს იგი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, პუტინი მას სრულიად ენდობოდა და რუსული სამხედრო მანქანის მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ძალად გარდაქმნა დაავალა.. შოიგუ ამ დიდებით ტკბებოდა და პარალელურად პუტინთან ერთად ნადირობისა თუ თევზაობის დროს კამერების წინ ხშირად პოზირებდა. 2022 წელს, უკრაინაში შეჭრის წინ, თავდაჯერებული შოიგუ პუტინს კიევის სამ დღეში აღებას ჰპირდებოდა. თუმცა, დაპირება ვერ შესრულდა , "ომის ხორცსაკეპმა" უამრავი ჯარისკაცის სიცოცხლე და თავდაცვის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი შთანთქა. 2024 წლის მაისში შოიგუ თავდაცვის მინისტრობიდან გადააყენეს და უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნეს.

"გადატრიალების რისკი" და გაჟონილი ანგარიშები

ევროპული დაზვერვის მიერ მოპოვებული საიდუმლო ანგარიში ამ მაღალჩინოსანს პირდაპირ უკავშირებს რუსეთში სავარაუდო "გადატრიალების რისკს". დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ექს-მინისტრს კვლავ აქვს "მნიშვნელოვანი გავლენა უმაღლეს სამხედრო სარდლობაზე".

ანგარიშის თანახმად, 2026 წლის მარტიდან კრემლი და თავად პუტინი სერიოზულად არიან შეშფოთებულნი ინფორმაციის გაჟონვითა და პრეზიდენტის წინააღმდეგ მოწყობილი შესაძლო შეთქმულებით. პუტინი განსაკუთრებით პოლიტიკური ელიტის მხრიდან შესაძლო თავდასხმისთვის დრონების გამოყენებას უფრთხის.

შოიგუს მიმართ ეჭვები მას შემდეგ გამძაფრდა, რაც გასულ თვეში კორუფციის ბრალდებით მისი ყოფილი მოადგილე, რუსლან ცალიკოვი დააკავეს. ეს დაკავება პოლიტიკურმა წრეებმა "ელიტებს შორის არსებული დაუწერელი მფარველობის შეთანხმების დარღვევად" აღიქვეს, რამაც შოიგუს სუსტი მხარეები გამოავლინა და თავადაც სასამართლო გამოძიების პოტენციური სამიზნე გახადა.

პარანოია კრემლში: იზოლაცია და უსაფრთხოების ზომები

გასულ თვეში მოსკოვში ინტერნეტის მასშტაბური შეფერხებები დაფიქსირდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც კავშირგაბმულობის ნებისმიერი საშუალების პარალიზების უფლებას იძლევა.

წყაროების ცნობით, ეს პროცესები "საეჭვოდ დაემთხვა" შოიგუსა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას. ბლოკირება შეეხო ისეთ სტრატეგიულ ობიექტებსაც კი, როგორიცაა უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) შტაბ-ბინა ლუბიანკაზე და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ინსაიდერების თქმით, პუტინის უახლოესი მოკავშირეები მზად არიან, საკუთარი ქონების გადასარჩენად ტირანი ხელისუფლებას ჩამოაცილონ. ომის ხარჯები კატასტროფულად გაიზარდა, რასაც ორ წელიწადში სურსათის ფასების 18.6%-ით გაიზარდა მოჰყვა. ამავდროულად, ომი ჩიხში შევიდა: უკრაინაში შეჭრიდან თითქმის ოთხი წლის შემდეგ, დაღუპული, დაჭრილი ან დაკარგული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა 1.2 მილიონს აღწევს.

პარანოიით შეპყრობილი პუტინი მიწისქვეშა ბუნკერში გადავიდა, ვარაუდობენ, რომ იგი გელენჯიკის 1-მილიარდ ფუნტად შეფასებულ სასახლეში იმალება, რომელიც რამდენიმე მიწისქვეშა სართულით არის აღჭურვილი. დიქტატორის პერსონალს (მზარეულებს, მცველებს, ფოტოგრაფებს) მობილური ტელეფონებით სარგებლობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა აეკრძალათ.

კრიზისი გამარჯვების დღის წინ

ფრონტზე რუსეთის წარმატება მინიმალურია, უკრაინული დრონები კი უკვე მოსკოვის ცენტრს აღწევენ. ამის გამო, პუტინი იძულებული გახდა "გამარჯვების დღის" აღლუმის მასშტაბები შეემცირებინა. 9 მაისს წითელ მოედანზე არ იქნებიან ტანკები და სარაკეტო სისტემები მიზეზად "ტერორისტული საფრთხე" დასახელდა.

კრემლში შიშობენ, რომ უკრაინა შესაძლოა თავს დაესხას აღლუმის რეპეტიციას ან თავად მთავარ ღონისძიებას, სადაც პუტინმა სიტყვით უნდა მიმართოს ხალხს. კრემლის მახლობლად მდებარე შენობების სახურავებზე უკვე გამოჩნდნენ სნაიპერები და მეტყვიამფრქვევეები

წყარო