ავტორი:

ქალი ავტომაგისტრალზე მოძრავი ტაქსიდან გადახტა, რადგან მძღოლი მას სარკიდან უყურებდა - ინტერნეტში დრამატული კადრები ვრცელდება

ქალი ავტომაგისტრალზე მოძრავი ტაქსიდან გადახტა, რადგან მძღოლი მას სარკიდან უყურებდა - ინტერნეტში დრამატული კადრები ვრცელდება

ინტერნეტში დრამატული კადრები გავრცელდა, რომელიც იმ მომენტს ასახავს, როდესაც ქალი მოძრავი ტაქსიდან პირდაპირ გზატკეცილზე ხტება. როგორ მოგვიანებით გაირკვა, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მძღოლმა მას უკანა ხედვის სარკეში შეხედა.

  • შემთხვევა მალაიზიის ერთ-ერთ გადატვირთულ ავტომაგისტრალზე მოხდა. შემზარავ კადრებში ჩანს, როგორ ხტება შეშინებული მგზავრი მანქანიდან და სახით ასფალტზე ეცემა.

მისი ფეხსაცმელი და ტელეფონი სხვადასხვა მხარეს მიფრინავს, ხოლო უკან მომავალი მანქანები სასწრაფოდ ამუხრუჭებენ, რათა ტაქსიდან “გაქცეულ“ მგზავრს არ დაეჯახონ.

პოლიციასთან საუბრისას ქალმა განმარტა, რომ მანქანიდან შიშის გამო გადახტა. ადგილობრივი პოლიციის უფროსის, ვიჯაია რაოს თქმით, მგზავრს მიაჩნდა, რომ მძღოლი მას სარკიდან ყოველგვარი მიზეზის გარეშე, საეჭვოდ აკვირდებოდა. მძღოლის მზერით გამოწვეული შფოთვა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ქალმა მოძრავი ტაქსიდან გადახტომა გადაწყვიტა.

მგზავრმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, მას შემთხვევის ადგილზე გამვლელი მძღოლი დაეხმარა და ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანა. თავად მძღოლმა კი, რომელსაც “თვალთვალში“ სდებენ ბრალს, მგზავრობის შეკვეთა სასწრაფოდ გააუქმა და პოლიციაში შეიტანა განცხადება. გამოძიება გრძელდება და თუ მძღოლის ბრალეულობა დადასტურდა, მას სხვისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის მუხლით წარუდგენენ ბრალს.

წყარო