ავტორი:

სასწაულებრივი გადარჩენა: მამა ლიანდაგში ჩავარდნილი შვილს საკუთარი სხეულით გადაეფარა - რა მოხდა ბანგლადეშში

სასწაულებრივი გადარჩენა: მამა ლიანდაგში ჩავარდნილი შვილს საკუთარი სხეულით გადაეფარა - რა მოხდა ბანგლადეშში

ბანგლადეშში, ბაირაბის რკინიგზის სადგურზე, დრამატული შემთხვევა ბედნიერად დასრულდა. მამამ საკუთარი სიცოცხლის ფასად მოახერხა ერთი წლის შვილის გადარჩენა, რომელიც მოძრავი მატარებლის ქვეშ ჩავარდა.

ინციდენტის დეტალები

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დაგვიანებულმა სამგზავრო მატარებელმა მოძრაობა დაიწყო, ოჯახი კი ვაგონიდან გადმოსვლას ცდილობდა. ამ დროს მამაკაცს ერთი წლის ვაჟი ხელიდან გაუსხლტა და ბაქანსა და მატარებელს შორის არსებულ ვიწრო სივრცეში, პირდაპირ ლიანდაგებზე ჩავარდა.

მამამ წამიერად მიიღო გადაწყვეტილება, ჩახტა ლიანდაგზე, შვილს ზემოდან გადაეფარა და გაუნძრევლად იწვა, სანამ მათ თავზე მატარებლის რამდენიმე ვაგონმა გადაიარა.

თვითმხილველების თქმით, სანახაობა შემზარავი იყო. ვიდეოკადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, ჩანს შეშინებული ხალხი, რომელიც ლოცულობს და დახმარებისთვის მატარებლის გაჩერებას ითხოვს.

„ეს ნამდვილი სასწაულია. გვეგონა, რომ ცოცხალს ვერცერთს ვნახავდით, მაგრამ მათზე მატარებლის რვა ვაგონმა ისე გადაიარა, რომ სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ“ - აცხადებენ თვითმხილველები.მატარებლის ჩავლის შემდეგ, გარშემომყოფები დაზარალებულებს დაეხმარნენ და ისინი ბაქანზე უვნებლად ამოიყვანეს.

რკინიგზის პოლიციამ მომხდარს „ღვთის წყალობა“ უწოდა. ამ დროისთვის მამა-შვილის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.