ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი გამოუტანეს FedEx-ის ყოფილი კურიერს, ტანერ ჰორნერს, რომელმაც 2022 წელს 7 წლის გოგონა - ათენა სტრენდი გაიტაცა, მასზე იძალადა და წამებით მოკლა.
საზარელი დანაშაული ტეხასში მოხდა. მას შემდეგ, რაც ტანერ ჰორნერმა მცირეწლოვნის სახლში ამანათი - ათენასთვის გამოწერილი საშობაო საჩუქარი მიიტანა, გოგონა მოტყუებით წაიყვანა მის ფურგონში და გაიტაცა, სადაც აწამა და დაახრჩო.
სამთავრობო უწყებების ცნობით, 2022 წლის 30 ნოემბერს, მამაკაცმა, ტანერ ლინ ჰორნერმა ათენა სტრენდი, მისი მამის სახლთან ახლოს, პარადაისში, ტეხასის შტატში, ფორტ-უორზიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 40 მილის დაშორებით გაიტაცა.
34 წლის ჰორნერს ბრალი 2022 წლის 3 დეკემბერს წაუყენეს და სასამართლომ 7 აპრილს მკვლელობასა და გატაცებაში დამნაშავედ ცნო. მან დანაშაული აღიარა.
მისი ცხედარი ორი დღის შემდეგ, მამის სახლიდან დაახლოებით ექვსი მილის დაშორებით იპოვეს.
გოგონას გარდაცვალების შემდეგ, ტეხასმა მიიღო კანონი სახელწოდებით “ათენას განგაში“, რომელიც ითვალისწინებს მოზარდების და მცირეწლოვნების სამძებრო სამუშაოების მყისიერად დაწყებას, როგორც კი ოჯახი ამას პოლიციაში განაცხადებს.