“დღეს კიევის რეჟიმის გარშემო გაერთიანდნენ ისინი, ვინც დიდ სამამულო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვებას ეწინააღმდეგებოდნენ და პრონაცისტურ პოზიციებს იკავებდნენ“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
“ყველა, ვინც მაშინ, 85-80 წლის წინ, გამარჯვების წინააღმდეგი იყო, ახლაც მისი წინააღმდეგია. ახლა ყველა, ვინც მაშინ პრონაცისტური პოზიციები დაიკავა, კიევის რეჟიმის გარშემო გაერთიანდა, რათა ის თავისი რევანშისტული - არა მხოლოდ გეგმებისა და განზრახვების - არამედ ღრმად ფესვგადგმული მანიაკალური დამოკიდებულებების განსახორციელებლად გამოიყენონ“, - აღნიშნა ზახაროვამ.