ავტორი:

"მეუფე ისაიას სახელი და მისი ფაქტორი მათთვის ციებ-ცხელებასავით იყო" - ვის გულისხმობს მეუფე ზენონი?

"მეუფე ისაიას სახელი და მისი ფაქტორი მათთვის ციებ-ცხელებასავით იყო" - ვის გულისხმობს მეუფე ზენონი?

"მიმაჩნდა, რომ მეუფე ისაია იქნებოდა ერთ-ერთი შესანიშნავი კანდიდატი საპატრიარქო ტახტზე, თავისი თვისებებიდან გამომდინარე, მაგრამ ცოტა დააგვიანა", - ამის შესახებ მეუფე ზენონმა ინგა გრიგოლიას “რეაქციაში“ განაცხადა.

სასულიერო პირის თქმით, მეუფე ისაიას სახელის ხსენებამ რაღაცნაირად დააფრთხო ის ნაწილი, რომლებსაც საზოგადოებაში მეუფე შიოსადმი განსაკუთრებული სიმპათიები აქვს გამოვლენილი და მას უჭერდნენ მხარს.

მეუფე ზენონი ამბობს, რომ მეუფე ისაია დაამცირეს და ეს სინოდზეც თქვა.

"მიმაჩნდა, რომ მეუფე ისაია იქნებოდა ერთ-ერთი შესანიშნავი კანდიდატი საპატრიარქო ტახტზე, თავისი თვისებებიდან გამომდინარე, მაგრამ ცოტა დააგვიანა. მე მას ვუთხარი თავის დროზე - მეუფე თუ თქვენ გექნებათ სურვილი, თქვენი საკითხი შეიძლება დაისვას-მეთქი. მე არ ვიცოდი რაღაცები, ვის დიპლომი აქვს, ვის არა...

მეუფე ისაიას სახელის ხსენებამ რაღაცნაირად დააფრთხო ის ნაწილი, რომლის წევრებსაც მეუფე შიოსადმი განსაკუთრებული სიმპათიები აქვთ გამოვლენილი და მას უჭერდნენ მხარს. მეუფე ისაიას სახელი და მისი ფაქტორი მათთვის ციებ-ცხელებასავით იყო.

თან რაღაც გამონათქვამები იყო, მომართვები იყო არაეთიკური და როგორც ჩანს, მეუფე ისაია, რომელიც ნამდვილად არც ფიქრობდა, ჩემთვის ნათქვამიც აქვს უარი მას, არ ჰქონდა [პატრიარქობის] სურვილი და როგორც ჩანს, ასე რომ განვითარდა ეს მოვლენები და შემდეგ რაღაც აქცენტები.. დაამცირეს, ფაქტობრივად, მოდით, ვთქვათ რა, სინოდზე ვთქვი - თქვენ ამცირებთ ამ ადამიანს, ეს არის შეურაცხყოფა. ეს წინმსწრები ეპიზოდები რაც იყო, შემდეგ უკვე ამის საფუძველზე მან როგორც ჩანს პრინციპულად დააყენა თავისი თავი კანდიდატად. ამიტომ ვამბობ, ცოტა დააგვიანა მან, ობიექტურობისთვის ეს საჭიროა", - თქვა მეუფემ. წყარო

იხილეთ ასევე: