თბილისს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური არტისტი, კანიე უესტი, იგივე Ye, ეწვევა. ინფორმაცია ოფიციალურად Starring Georgia-მ გაავრცელა. მას 12 ივნისს, |"დინამო არენა“ უმასპინძლებს.
ბილეთების ოფიციალური გაყიდვა tkt.ge-ზე 12 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება.
კანიე უესტი მხოლოდ რეპერი არ არის. ის არის პროდიუსერი, რომელმაც კარიერა Jay-Z-ის „The Blueprint“-ისთვის შექმნილი ბიტებით დაიწყო, მოგვიანებით კი საკუთარი ალბომებით - "The College Dropout“, „My Beautiful Dark Twisted Fantasy“ და „Yeezus“ - ჰიპ-ჰოპის საზღვრები გააფართოვა. მისი მუსიკა რელიგიის, ფილოსოფიის, პირადი ტრაგედიებისა და ფუფუნების სინთეზია.
ქართველი მსმენელისთვის ეს უნიკალური შანსია, ცოცხლად მოისმინოს არტისტი, რომლის კოლექციაშიც 24 "გრემია“ და რომლის ყოველი ნაბიჯი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია.
იხილეთ ასევე: